ონლაინ შეძენის/დაბრუნების/გადაცვლის პირობები

ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თქვენთვის კომფორტული პირობებით  როგორც ონლაინ (ვებ-გვერდზე), ისე ფიზიკურ მისამართზე.

ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან პროდუქციას მისაღებ ფასებში, ყველა პროდუქტი წინასწარ გატესტილი და შემოწმებულია,  ხოლო იმ შემთხვევაში თუ ონლაინ  შეძენილი პროდუქცია დაზიანებული აღმოჩნდა ან ვებ-გვერდზე მითითებული აღწერა არ შეესაბამება რეალურ შეკვეთილ პროდუქტს, ჩვენ გთავაზობთ შეძენილი პროდუქტის შეცვლის/დაბრუნების სერვისს შემდეგი პირობების დაცვით:  

ვებგვერდით სარგებლობისა და ვებგვერდის საშუალებით შეკვეთის განხორციელების დროს თქვენ თანხმდებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ შეძენა/მიწოდება/დაბრუნების პირობებსაც:  

რა შემთხვევაშია შესაძლებელი  ონლაინ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება?

ნივთის თაობაზე წარმოშობილი პრეტენზიის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი.

ონლაინ შეძენილი პროდუქცია არ ბრუნდება უკან, თუ:

·      მომხმარებლის მიერ დარღვეულია პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა (ყუთი, პარკი, ლუქი);

·      პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 50 ლარს;

·      პროდუქტზე აღინიშნება გამოყენების კვალი;

·      პროდუქტი ჰერმეტულად დაცული საქონელია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

·      პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტები (ჩეკი ან შესყიდვის დამადასტურებელი სხვა საბუთი.

ონლაინ შეძენილი პროდუქცია შეგიძლიათ დააბრუნოთ, თუ:

·         პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

·         პროდუქტი დაზიანებული იყო;

·         პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი.

 

რამდენ დღეშია შესაძლებელი ნივთის დაბრუნება და როგორ მოხდება ნივთის დაბრუნება და თანხის მიღება?

ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, საჭიროა ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 511 14 79 36

გაითვალისწინეთ:

თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, აუცილებელია პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ნივთი უნდა იყოს თავდაპირველ მდგომარეობაში, დაუზიანებელი ყუთით, შეფუთვით, არ უნდა ეტყობოდეს ხმარების კვალი, თან უნდა ახლდეს ყველა დამატებითი აქსესუარი.   

ნივთის დაბრუნების ხარჯს ანაზღაურებს მყიდველი.

ნივთის დაბრუნება და თანხის ანაზღაურების პირობები

დაბრუნების თაობაზე შეტყობინებისა და  ჩვენი მხრიდან უკუკავშირის  შემდგომ, მომხმარებელმა ნივთის დაბრუნება უნდა მოახდინოს მისი საკუთარი ხარჯებით ჩვენს  ფილიალში ან საწყობში. რის შემდეგაც ნივთის შემოწმებისა და მდგომარეობის შეფასების შემდგომ (მაქსიმუმ 24 საათში) მოხდება შეთანხმება გადაცვლის/დაბრუნების პირობების შესახებ. დაბრუნებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში  დაბრუნების თანხობრივი ანაზღაურება მოხდება ნივთის ფილიალში/საწყობში მიღებიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში.

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება/ამოცვლა არ მოხდება.

ონლაინ შეძენილი ნივთის თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელს იმ საბარათე ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა.

კომპანია ვერ აანაზღაურებს ნივთის მიწოდების ან დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს. ნივთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება მყიდველს.

 

ბლოგზე დაბრუნება